ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

თბილისში №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისში №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №83 საჯარო სკოლის ახალ შენობას აშენებს.მიმდინარე სამუშაოებს ადგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №83 საჯარო სკოლის ახალ შენობას აშენებს.მიმდინარე სამუშაოებს ადგ…

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №83 საჯარო სკოლის ახალ შენობას აშენებს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია.

სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი და მშენებლობის დასრულების შემდეგ სრულად უპასუხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება უსაფრთხო და ფუნქციური სასწავლო გარემო, მოეწყობა შიდა, დახურული სპორტული დარბაზიც. გათვალისწინებულია სკოლის ეზოს კეთილმოწყობაც.

ამასთანავე, შენობა უზრუნველყოფილი იქნება ყველა იმ აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით, რაც სასწავლო პროცესის უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

№83 საჯარო სკოლის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) გადაეცა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს