ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

ახალგაზრდა ოლიმპიური ელჩების 66-ე საერთაშორისო სესიაზე ლიკა ხაბელოვს ოფიციალურად გადაეცა ISOH 2026-ის ოლიმპიური ისტორიის ახალგაზრდულ კონკურსში ევროპის კონტინენტის გამარჯვებულის ტიტული

ახალგაზრდა ოლიმპიური ელჩების 66-ე საერთაშორისო სესიაზე ლიკა ხაბელოვს ოფიციალურად გადაეცა ISOH 2026-ის ოლიმპიური ისტორიის ახალგაზრდულ კონკურსში ევროპის კონტინენტის გამარჯვებულის ტიტული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საბერძნეთში, ათენსა და ძველ ოლიმპიაში, გაიმართა ახალგაზრდა ოლიმპიური ელჩების 66-ე საერთაშორისო სესია (IOA), რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საბერძნეთში, ათენსა და ძველ ოლიმპიაში, გაიმართა ახალგაზრდა ოლიმპიური ელჩების 66-ე საერთაშორისო სესია (IOA), რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კო…

საბერძნეთში, ათენსა და ძველ ოლიმპიაში, გაიმართა ახალგაზრდა ოლიმპიური ელჩების 66-ე საერთაშორისო სესია (IOA), რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სესიაზე წარადგინა ლიკა ხაბელოვმა.- ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

„ორი კვირის განმავლობაში ლიკა აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამუშაო ჯგუფებში. უცხოელ კოლეგებთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიებსა და პროექტებში, ამავდროულად კი საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მდიდარი კულტურა, ტრადიციები და ოლიმპიური მემკვიდრეობა გააცნო.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მრავალრიცხოვან მონაწილეს შორის მაღალი შეფასება მიიღო, დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და გამარჯვებულად გამოცხადდა ლიკა ხაბელოვის პროექტი - „საქართველოს პირველი ოლიმპიელები: გზა თამაშებისკენ“.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ლიკა ხაბელოვს მნიშვნელოვან აღიარებას - ISOH 2026-ის ოლიმპიური ისტორიის ახალგაზრდულ კონკურსში ევროპის კონტინენტის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებას და უსურვებს ახალ წარმატებებს“-ნათქვამია განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს