ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ნათია თურნავა „BIS Innovation Hub“ -ის ხელმძღვანელს შეხვდა

ნათია თურნავა „BIS Innovation Hub“ -ის ხელმძღვანელს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე Point Zero Forum 2026-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის“ (BIS) - ის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელს ტომასო მანჩინი-…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე Point Zero Forum 2026-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის“ (BIS) - ის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელს ტომასო მანჩინი-…

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე Point Zero Forum 2026-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის“ (BIS) - ის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელს ტომასო მანჩინი-გრიფოლის შეხვდა.

მხარეებმა ფინანსური ტექნოლოგიების, ციფრული ფინანსებისა და საგადამხდელო სისტემების სფეროში მიმდინარე ტენდენციებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო BIS Innovation Hub-ის პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებიც ფინანსური სექტორის ეფექტიანობის ზრდასა და ინოვაციების დანერგვას უწყობს ხელს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეროვნული ბანკისა და BIS Innovation Hub-ის თანამშრომლობას. აღინიშნა ეროვნული ბანკის მონაწილეობა BIS Innovation Hub-ის არაერთ ინიციატივაში, მათ შორის Project Aperta-სა და Project Noor-ში. მხარეებმა ასევე განიხილეს პარტნიორობის გაფართოების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის პერსპექტივები.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმები. მათ შორის, ციფრული ბანკების, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების(VASP) და სტაბილქოინების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება. ამ კონტექსტში მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ციფრული ფინანსური სერვისების, ტოკენიზაციისა და ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების (CBDC) მიმართულებით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე.

საუბარი ასევე შეეხო საზღვარგარეთ გადახდების ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს