ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ და ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩებმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ და ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩებმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორან…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ და ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩებმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმს ხელი მინისტრმა დავით ფაცაციამ, სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ქარაიამ და „მშვიდობის ელჩების“ დირექტორმა ნათია ფეიქრიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, დევნილი ახალგაზრდების საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა.

„ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩები“ აერთიანებს ადამიანებს, რომელთათვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა საკითხი და მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად ჩავერთვებით სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს