ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სს "ბაზისბანკის" აქციონერებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სს "ბაზისბანკის" აქციონერებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სები-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე სს „ბაზისბანკის“ აქციონერებსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური და საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სები-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე სს „ბაზისბანკის“ აქციონერებსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური და საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები გ…

სები-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე სს „ბაზისბანკის“ აქციონერებსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური და საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ნინო ჯელაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, საბანკო სისტემის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩოზე, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად არის ჩამოყალიბებული.

საუბარი ასევე შეეხო „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენის პროცესს. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს საბანკო სექტორში კონკურენციის გაძლიერებასა და მესამე სისტემური ბანკის ჩამოყალიბებას. ამასთან, მხარეებმა ინტეგრაციის პროცესის დადგენილ ვადებსა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციების დანერგვისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი გადახდების სქემისა და საგადახდო სისტემების დაკავშირების პროექტზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის ცენტრალური ბანკები აღნიშნული ინიციატივის განხორციელების მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ, რაც გადახდების პროცესის გამარტივებასა და ტრანზაქციული ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი, საბანკო ზედამხედველობისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს