ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის. საკანონმდებლო პ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის. საკანონმდებლო პ…

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.

საკანონმდებლო პაკეტი დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილეს. ცვლილებების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ღამის საათებში სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებების „ბასლაინში“ გადაადგილება ხელს შეუწყობს მოძრაობის განტვირთვას და შესაძლოა, სამომხმარებლო ფასებზეც იქონიოს გავლენა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება ის წესები და პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალება. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, „ბასლაინში“ გაჩერდნენ ღამის საათებში – პირველი საათიდან, ექვს საათამდე, რათა ტვირთი გადაიტანონ. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს, მოძრაობის განტვირთვას, მეორე მხრივ, ტრანსპორტირების შესაბამისი ხარჯები შემცირება ლოგიკურად, თავის სიტყვას იტყვის ფასების კლების ნაწილში. ცვლილებები ასახულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის პროექტშიც“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ქსელებისა და დისტრიბუციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

„გუშინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ქსელებთან და დისტრიბუტორებთან. დისკუსია გვქონდა, რომ ღამის საათებში დისტრიბუტორებისთვის შესაძლებელი გახდეს „ბასლაინებში“ მოძრაობა, რათა მათ განახორციელონ დისტრიბუცია. დისტრიბუციის მნიშვნელოვანი ნაწილი დღიდან გადავა ღამეზე, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას დღის საათებში. ამასთან, ღამის დისტრიბუცია უფრო ცენტრალიზებული იქნება და მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს დისტრიბუტორებსა და ქსელებს, რაც თავისთავად აისახება სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს