ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან. სამუშა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან. სამუშა…

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, დირექტორის მოადგილე ქეთევან კობახიძე და ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.

სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და ამავე სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი მაია შუხოშვილი. ზვიად გაბისონიამ ავტორიზაციის საბჭოს წევრებსა და ცენტრის წარმომადგენლებს გააცნო უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის ძირითადი ეტაპები.

შეხვედრის მიზანი იყო ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის პრაქტიკული და მეთოდოლოგიური გაძლიერება, ავტორიზაციის პროცესში დაგროვილი გამოცდილების განხილვა, გამოწვევების იდენტიფიცირება და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიმართულებით შესაბამისი ხედვისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა უმაღლესი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმა, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ტენდენციები, საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ეთიკის კოდექსი, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და სტანდარტების განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, რეგულირებადი და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ინტერნაციონალიზაციის კომპონენტების შესახებ.

ცენტრი აქტიურად აგრძელებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეებისთვის განმავითარებელი და მხარდამჭერი ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს