ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

გიორგი გაბიტაშვილი რამდენიმე საათში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება

გიორგი გაბიტაშვილი რამდენიმე საათში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სხვადასხვა უწყების პირველი პირების მიერ წლიური ანგარიშის მოსმენა გრძელდება პარლამენტში. დღეს საკანონმდებლო ორგანოში გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. გიორგი გაბიტაშვილი რამდენიმე საათში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სხვადასხვა უწყების პირველი პირების მიერ წლიური ანგარიშის მოსმენა გრძელდება პარლამენტში. დღეს საკანონმდებლო ორგანოში გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. გიორგი გაბიტაშვილი რამდენიმე საათში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე…

სხვადასხვა უწყების პირველი პირების მიერ წლიური ანგარიშის მოსმენა გრძელდება პარლამენტში. დღეს საკანონმდებლო ორგანოში გენერალურ აუდიტორს ელოდებიან.

გიორგი გაბიტაშვილი რამდენიმე საათში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება. დაგეგმილია კითხვებზე პასუხების გაცემაც.

შეგახსენებთ, პარლამენტში წლიური ანგარიშით ხვალ უკვე პრემიერ-მინისტრი მიდის.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გიორგი გაბიტაშვილის უწყებას ბევრი ფუნქცია აქვს შეთავსებული, შესაბამისად, ეს ანგარიში საინტერესო იქნება.

"ძალიან ბევრი უწყება გააერთიანა ამ სამსახურმა. უმნიშვნელოვანეს სამსახურს წარმოადგენს - ისეთს, როგორიც არის ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ფართოა ის სპექტრი, რაშიც მოღვაწეობს ეს სამსახური. ბევრი ფუნქცია აქვს შეთავსებული, შესაბამისად, საინტერესო იქნება ეს ანგარიში.

იქიდან გამომდინარე, რომ გავიდა გარკვეული პერიოდი, რაც გაფართოებული ფუნქციებით ხელმძღვანელობს ბატონი გაბიტაშვილი, ანგარიშიც მოცულობითი იქნება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს