ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

ზვიად გაბისონიამ უმაღლესი განათლების საერთაშორისო სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ზვიად გაბისონიამ უმაღლესი განათლების საერთაშორისო სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ უმაღლესი განათლების საერთაშორისო სამიტში – „QS Higher Education Summit: E…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ უმაღლესი განათლების საერთაშორისო სამიტში – „QS Higher Education Summit: E…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ უმაღლესი განათლების საერთაშორისო სამიტში – „QS Higher Education Summit: Europe 2026‘‘.

ზვიად გაბისონიამ სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით: „უმაღლესი განათლება – ქვეყნის სტრატეგიული რესურსი‘‘ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზვიად გაბისონიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით უმაღლესი განათლების სისტემაში ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მნიშვნელობაზე.

დისკუსიის მონაწილეებმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის კუთხით უმაღლესი განათლების როლზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემების საერთაშორისო ცნობადობისა და რეპუტაციის გაძლიერება; ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისა და მკვლევრების მოზიდვისა და შენარჩუნების პოლიტიკა; ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული და მწვანე ტრანსფორმაციის მხარდაჭერის მექანიზმები.

„QS Higher Education Summit: Europe 2026‘‘ მიზნად ისახავს იმ სტრატეგიებისა და მიდგომების განხილვას, რომლებიც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა გლობალურ აკადემიურ სივრცეში პოზიციონირებისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად უნდა გამოიყენონ. ამასთან, სამიტი წარმოადგენს საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს უმაღლესი განათლების სისტემების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

QS უმაღლესი განათლების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უნივერსიტეტების საქმიანობის შეფასებასა და ანალიზს ახორციელებს, ადგენს გლობალურ რეიტინგებს და აქვეყნებს ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური, სამეცნიერო და ინსტიტუციური მიღწევების შესახებ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს