ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

დავით სონღულაშვილი სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სექტორის განვითარების საკითხები, დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამები და ადგილობრივი წარმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სექტორის განვითარების საკითხები, დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამები და ადგილობრივი წარმ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სექტორის განვითარების საკითხები, დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამები და ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილა.

„სასათბურე მეურნეობების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და იმპორტის ჩანაცვლება, ხოლო მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდა. ამისთვის აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების ეფექტიანობის ზრდა, სასაწყობე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. აღნიშნული მიმართულებით სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს. პირველი ივლისიდან ამოქმედდება შესაბამისი პროგრამები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებებიც განხორციელდება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს დარგში არსებული საჭიროებები გააცნეს. საუბარი შეეხო პროდუქციის რეალიზაციის საკითხებს, მსხვილ სავაჭრო ქსელებთან პირდაპირი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებას, ასევე სასაწყობე და სამაცივრე ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ინვესტიციების მოზიდვის და ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე, რაც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა დარგობრივი საბჭოს ფორმატში გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს სექტორის წარმომადგენლებთან რეგულარულ კომუნიკაციას, კვარტალში ერთხელ შეხვედრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ხოლო თვეში ერთხელ მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით. საბჭოს ფარგლებში განიხილება დარგისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და განისაზღვრება მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს