იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების შემცირების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმადაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება, თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევა. „15 კმ/ს…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმადაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება, თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევა. „15 კმ/ს…
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმადაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება, თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევა.
„15 კმ/სთ-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 50 ლარით, 30კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე - 100 ლარით დაჯარიმებას, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბება, რაც არის განსაკუთრებით საფრთხის შემცველი, 300 ლარით დაჯარიმდება. ამავდროულად, ამავე ცვლილებებით გათვალისწინებულია, რომ სადისტრიბუციო ავტომობილებს შეეძლებათ, ღამის 01:00 საათიდან 06:00 საათამდე გაჩერდნენ, დადგნენ ბასლეინში და ტვირთი გადმოტვირთონ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
დღესვე კომიტეტი განიხილავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე წარადგენს.