ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

დავით სონღულაშვილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაფართოების, ახალ ბაზრებზე წვდომის, სავაჭრო კავშირების განვითარების საკითხები განიხილა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მიმართ მზარდი ინტერესი ფიქსირდება. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები – იორდანია, ალჟირი და საუდის არაბეთი დაინტერესებული არიან წვრილფეხა საქონლის იმპორტით. ბელარუსის ბაზარზე მოთხოვნა არსებობს არაალკოჰოლურ სასმელებზე, ნუშსა და თხილზე. ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან – უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და თურქმენეთიდან განსაკუთრებული ინტერესია ქართული არაალკოჰოლური სასმელების, თხილის, კაკლის, ნუშისა და ციტრუსოვანი კულტურების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ქართული აგროსასურსათო სექტორის განვითარების, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.

„ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის ახალი ბაზრების ათვისების ხელშეწყობა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, კერძო სექტორისგან მივიღოთ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის შესახებ, ასევე, რა გამოწვევების წინაშე დგანან ექსპორტიორები ბაზრებზე შესვლის პროცესში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, სახელმწიფო რესურსები და მხარდამჭერი მექანიზმები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ და ბიზნესს ახალი ბაზრების მოძიებასა და დამკვიდრებაში რეალური მხარდაჭერა გავუწიოთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ეფექტიანი თანამშრომლობისა და დროული კოორდინაციის მიზნით, მინისტრმა გამოთქვა მოსაზრება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორთა საბჭოს შექმნის შესახებ. საბჭო კვარტალში ერთხელ შეიკრიბება და უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის რეგულარულ კომუნიკაციას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს