ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

საქპატენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქპატენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საქართველოს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საქართველოს…

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.

თანამშრომლობის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, ცნობიერების ამაღლება, ინოვაციებისა და საგამომგონებლო საქმიანობის ხელშეწყობა, ასევე დარგის განვითარების მხარდაჭერა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიული განვითარების პროექტებს. დაგეგმილია კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, დისკუსიების, ტრენინგების, სემინარებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება ინტელექტუალური საკუთრების აქტუალურ საკითხებზე.

თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ადვოკატების, პატენტრწმუნებულებისა და სხვა დაინტერესებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პუბლიკაციების მომზადებას, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში კანონმდებლობისა და სამართლებრივი პრაქტიკის სრულყოფის მიმართულებით გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლას.

მხარეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის გაძლიერებას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და დარგის თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს