ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე მიულოცა

ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე მიულოცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე „არმიჰოლში“ მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თავდაცვის ძალებში სე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე „არმიჰოლში“ მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თავდაცვის ძალებში სე…

25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე „არმიჰოლში“ მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს ჰყავს მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და ძლიერი სერჟანტთა კორპუსი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და საზოგადოების მაღალი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს.

„წლების განმავლობაში, თავდაცვის ძალების განვითარებასთან ერთად, ეტაპობრივად ყალიბდებოდა და ძლიერდებოდა სერჟანტთა კორპუსიც. თანმიმდევრულმა რეფორმებმა, განათლებაზე ორიენტირებულმა მიდგომამ და თითოეული სერჟანტის თავდადებულმა შრომამ შექმნა ის ძლიერი ინსტიტუტი, რომელსაც ენდობიან, რომლის აზრს ითვალისწინებენ და რომელიც მოტივაციას უმაღლებს ჩვენს სამხედროებს“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა.

ღონისძიება წარმატებული სერჟანტების დაჯილდოებით დასრულდა. მათ უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს