ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამიზნე მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები დაასრულა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამიზნე მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები დაასრულა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყნის მას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყნის მას…

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 46 მუნიციპალიტეტში ცნობიერების ამაღლების კამპანია წარმატებით დაასრულა, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და თემში 94 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

„შეხვედრების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების, კატასტროფების პრევენციის მექანიზმების, უსაფრთხო ქცევის წესებისა და ადგილობრივ დონეზე მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ.

კამპანიის მიზანი იყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, უნივერსიტეტების, ტურისტული გიდების, სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების უნარებისა და მედეგობის გაძლიერება.

შეხვედრებში 3 000-მდე პირი მონაწილეობდა, რაც საზოგადოების მაღალი ჩართულობისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებისადმი მზარდი ინტერესის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს