ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 3

თბილისში 23-ე და 102-ე საჯარო სკოლები განახლება აქტიურად მიმდინარეობს

თბილისში 23-ე და 102-ე საჯარო სკოლები განახლება აქტიურად მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თბილისის №23 და №102 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრთან ერთად ობიექტები დაათვალიერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თბილისის №23 და №102 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრთან ერთად ობიექტები დაათვალიერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულე…

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თბილისის №23 და №102 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრთან ერთად ობიექტები დაათვალიერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს თბილისის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტებს. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე თბილისის №23 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ისე განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი თბილისის №102 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება.

„თბილისის №23 და №102 სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. №23 სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთი მხრივ, ბავშვებმა რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ განახლებულ სკოლაში სწავლის გაგრძელება, ხოლო მეორე მხრივ, სამუშაოები ისე განხორციელდეს, რომ შენობის ისტორიული და კულტურული ღირებულება სრულად იყოს დაცული. იმედი გვაქვს, რომ №102 საჯარო სკოლა მიმდინარე წელს შევა ექსპლუატაციაში, ხოლო №23 საჯარო სკოლა უკვე მეორე სემესტრიდან შეძლებს მოსწავლეების მიღებას. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაოები დასრულდეს უმოკლეს ვადაში და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის №23 საჯარო სკოლაში პროექტი ითვალისწინებს ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაციას, შიდა სივრცეების, სააქტო დარბაზის, სამზარეულოსა და საკლასო ოთახების განახლებას, საინჟინრო სისტემების მოწყობასა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. სკოლა 1 500 მოსწავლეზეა გათვლილი, ხოლო პროექტის ღირებულება 14.8 მილიონ ლარს აღემატება.

თბილისის №102 საჯარო სკოლაში კი ხორციელდება არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია, ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვა, ფასადის განახლება და თბოიზოლაცია, შიდა სივრცეების რესტავრაცია და ეზოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 9.4 მილიონ ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ორივე პროექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, მოსწავლეებმა რაც შეიძლება მალე მიიღონ თანამედროვე, უსაფრთხო და სრულფასოვანი სასწავლო გარემო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს