ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

თამარ იოსელიანი: საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება

თამარ იოსელიანი: საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ნავსადგურის განვითარების მეორე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ნავსადგურის განვითარების მეორე…

„საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზის დაწყების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

თამარ იოსელიანის განმარტებით, პროექტის დასრულების შემდეგ ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3-დან 5 მლნ ტონამდე გაიზრდება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი, ზოგადად, როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის და რეგიონის ჭრილში საქართველოს პოზიციების გამყარებისთვის, რადგანაც ზუსტად ეს საზღვაო ნავსადგური მოემსახურება მინერალურ სასუქებს, რომელიც წარმოებულია როგორც შუა აზიაში, ასევე რეგიონის ქვეყნებში და რომელიც განკუთვნილია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ის 50-მილიონიანი მხარდაჭერა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ წლების განმავლობაში ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში განახორციელა. თამარ იოსელიანის თქმით, პირველ ფაზაში ჯამურმა ინვესტიციამ 93 მილიონი დოლარი შეადგინა.

„ჩვენ დღეს ფოთის საზღვაო ნავსადგურის განვითარების ახალი ეტაპის - მეორე ფაზის მომსწრენი ვართ, რომლის ფარგლებშიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია 25 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. ქართულ კომპანია „პეის გრუპთან“ ერთად პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საზღვაო და, ზოგადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მხრიდან ეს რეგიონში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიციაა, რაც ჩვენი სატრანსპორტო ქსელის გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს