ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

კულტურის სამინისტროში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში საგამოფენო სივრცეების მოწყობისა და სამუზეუმო ექსპონატების განთავსების ახალი, ერთობლივი პარტნიორობის მოდელის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კულტურის სამინისტროში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში საგამოფენო სივრცეების მოწყობისა და სამუზეუმო ექსპონატების განთავსების ახალი, ერთობლივი პარტნიორობის მოდელის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კულტურის სამინისტროში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში საგამოფენო სივრცეების მოწყობისა და სამუზეუმო ექსპონატების განთავსების ახალი, ერთობლივი პარტნიორობის მოდელის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კულტურის სამინისტროში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში საგამოფენო სივრცეების მოწყობისა და სამუზეუმო ექსპონატების განთავსების ახალი, ერთობლივი პარტნიორობის მოდელის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქა…

კულტურის სამინისტროში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში საგამოფენო სივრცეების მოწყობისა და სამუზეუმო ექსპონატების განთავსების ახალი, ერთობლივი პარტნიორობის მოდელის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა და შეთავაზება მჭიდრო თანამშრომლობის ისეთი მოდელის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს საგამოფენო სივრცეების მოწყობას კულტურის სამინისტროს პროფესიული ჩართულობითა და უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

თინათინ რუხაძემ დავით სონღულაშვილს აღნიშნულ პროცესში სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და კულტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების პროფესიული ჩართულობის შესახებ სრული მზაობა გამოხატა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ ცერცვაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე, კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი, სალომე ჯამბურია, ეროვნული მუზეუმის გეოლოგია-პალეონტოლოგიის კოლექციების მთავარი კურატორი, რუსუდან ჩაგელიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ოთარ ედიშერაშვილი და სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თომა დეკანოიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს