ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტში, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტში, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მი…

საქართველოს პარლამენტში, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ, კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ.

სიტყვით გამოსვლისას მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ეკატერინე გაბაშვილის განსაკუთრებულ ღვაწლზე ქართული ლიტერატურის, განათლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. ისაუბრეს ეკატერინე გაბაშვილის მრავალმხრივ შემოქმედებაზე, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობაზე, ქალთა უფლებებისა და განათლების ხელშეწყობის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე გაბაშვილის აქამდე უცნობი წერილებისა და პუბლიკაციების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცა.

​ასევე, მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც ეკატერინე გაბაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. საიუბილეო წლის ფარგლებში აღნიშნულ სკოლას ეკატერინე გაბაშვილის სახელი მიენიჭება.

ეკატერინე გაბაშვილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, მწერალთა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქალთა განათლებისა და უფლებების დაცვის მხარდამჭერი იყო.

საიუბილეო ღონისძიების მიზანი ეკატერინე გაბაშვილის მრავალმხრივი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს