ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა. მსოფლიო ბანკის ჯგუფისა (WBG) და საერთაშორის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა. მსოფლიო ბანკის ჯგუფისა (WBG) და საერთაშორის…

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფისა (WBG) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საპარლამენტო ქსელის მიწვევით, მარიამ ლაშხმა ტაილანდის ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პოლიტიკის ოფისის გენერალურ დირექტორის მოადგილესთან, ნადჰავუდ დამასირისთან, მსოფლიო ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

შეხვედრების ფარგლებში განიხილეს ტაილანდის ფისკალური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური მართვის ძირითადი პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურბანული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, არაფორმალური დასახლებების რეგულარიზაციასა და ეკონომიკური განვითარების თანამედროვე გამოწვევებს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ასევე ტაილანდური კომერციული ბანკის (Thai Credit Bank) წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების შესაძლებლობები და ეკონომიკური განვითარების პროცესში კერძო სექტორის როლის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, რომლის სრულად რეალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორ პოლიტიკასა და საერთაშორისო პარტნიორობას.

„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, შუა დერეფანი, ახალგაზრდა ეკონომიკა, მოქნილი სახელმწიფო და ძლიერი ადამიანური რესურსი. სწორი პოლიტიკა და სწორი პარტნიორები ამ პოტენციალს რეალობად აქცევს. ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა, გამეღრმავებინა ურთიერთობები კოლეგა პარლამენტარებთან ევროპარლამენტიდან, ასევე იტალიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, გაერთიანებული სამეფოს, სინგაპურისა და მონღოლეთის პარლამენტების წევრებთან“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ტაილანდში ვიზიტი „Parliamentarians in the Field Programme“-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპარლამენტო ქსელის ინიციატივაა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებს განვითარების პოლიტიკის, ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს