ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე მოხალისეთა ორგანიზაციის - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორ ედუარდ ჯიშკარიანთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორის, გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე მოხალისეთა ორგანიზაციის - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორ ედუარდ ჯიშკარიანთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორის, გ…

ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე მოხალისეთა ორგანიზაციის - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორ ედუარდ ჯიშკარიანთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორის, გენერალ პოლ ჰოფსლოტის მიწვევით, ნიდერლანდებში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებთან გამართულ კონფერენციას დაესწრო.

შეხვედრის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გენერალმა პოლ ჰოფსლოტმა, ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, გენერალ პოლ ჰოფსლოტს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას გაუსვა ხაზი.კონფერენციას ესწრებოდნენ: საფრანგეთის, შვედეთის, კანადის, თურქეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეები.

შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ ატაშეებს და განეხილათ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტს შორის მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს.

უკვე ოთხი წელია, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ერთობლივი პროგრამებისა და ინიციატივების ფარგლებში.გასულ წელს, ნიდერლანდების სამეფოს დელეგაცია, გენერალ პოლ ჰოფსლოტის ხელმძღვანელობით, საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაში, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს