ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 5

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ გამოიფინა საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ეგზემპლარი, რომელსაც 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა. ი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ გამოიფინა საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ეგზემპლარი, რომელსაც 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა. ი…

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ გამოიფინა საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ეგზემპლარი, რომელსაც 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პლენარულ სხდომათა დარბაზში 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ვერსიის ზუსტი ასლები დარიგდა.

საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ვერსიის ზუსტი ასლები, პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში პარლამენტში მოწვეულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო მესამეს, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს, ასევე მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

„პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ გამოფენილია 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი, რომელზეც არის პარლამენტის და საკონსტიტუციო კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. ეს ორიგინალი სახელმწიფო არქივში ინახება და ჩვენ ვთხოვეთ არქივს და გავაკეთეთ მისი ზუსტი ასლი, რომლებიც თქვენ დაგირიგდათ. ეს კონსტიტუცია ჩვენ სხვადასხვა თემას შეგვახსენებს - უპირველესად, შეგვახსენებს თავის შინაარსს და დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია კონსტიტუცია, რომელშიც საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი აღინიშნა. ამ განსაკუთრებული როლის ხაზგასმას შემდეგ 2002 წელს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის ხელმოწერა მოჰყვა. გარდა ამისა კონსტიტუციის მიღება და ის პერიპეტიები, რომლებიც უკავშირდებოდა მის მიღებას, კერძოდ 1995 წლის 25 აგვისტოს დაგეგმილი კონსტიტუციის ხელმოწერა, სახელმწიფო მეთაურზე მომხდარი ტერაქტის გამო ვერ შედგა. მაშინაც გარე ძალების ჩარევით, ქვეყნის შიგნით ხელების ფათურით და ადამიანების დაპირისპირების გარედან წაქეზებით გადაიდო კონსტიტუციაზე ხელმოწერა და შემდგომ, 1995 წლის 17 ოქტომბერს, ამ დარბაზში გაიმართა ხელმოწერის ცერემონია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს