ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

კახა კალაძე: ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, შესაბამისი რეაგირება მოყვა

კახა კალაძე: ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, შესაბამისი რეაგირება მოყვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. მანვე განაცხადა, რომ მას, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს, საჭიროებისამებრ პენიტენციური სამსახურის მიერ შესაბა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. მანვე განაცხადა, რომ მას, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს, საჭიროებისამებრ პენიტენციური სამსახურის მიერ შესაბა…

თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. მანვე განაცხადა, რომ მას, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს, საჭიროებისამებრ პენიტენციური სამსახურის მიერ შესაბამისი მომსახურება გაეწევათ.

„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, თუ ამის აუცილებლობაა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ ელენე ხოშტარიას გამო, არამედ ყველა პატიმრისთვის. საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრი განცხადება გაკეთდა დანაშაულია. ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, მოყვა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა შესაბამის სასჯელს ითვალისწინებს.

„წინასაარჩევნოდ ნებისმიერ პარტიას აქვს შესაძლებლობა კამპანიის წარმოებისა და ამაში ხელის შეშლის უფლება არავის აქვს. გაგახსენებთ, რაც მელიქიშვილის გამზირზე ხდებოდა - ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო შტაბში შემოჭრას ცდილობდნენ, მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა, რომ მსგავსი ქმედება კანონით ისჯებოდა. ისინი კი ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი გმირები, რომლებიც რეალურად არ არსებობდნენ. ძალადობრივი ტიპის ქმედებებით, პოლიციელის მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლით, ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობით და ა.შ. გმირი ვერ გახდები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს