ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

ლოტკინის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლოტკინის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩის N102-თან სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 4 200 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. პროექტის ფარგლებში დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩის N102-თან სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 4 200 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. პროექტის ფარგლებში დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხ…

ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩის N102-თან სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 4 200 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება.

პროექტის ფარგლებში დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, ტრენაჟორები და მოსასვენებელი პავილიონები.

სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.

„ხუდადოვის ქუჩის N102-ის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება დაიწყო. მოსახლეობის თხოვნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწყობა მოსასვენებელი სივრცე. ძალიან ლამაზი სკვერი გამოვა, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ დასვენება და განტვირთვა. სკვერში განთავსდება საფეხბურთო მოედანი, საბავშვო ატრაქციონები. გარდა ამისა, მოეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი, რათა არსებული ფერდი გამაგრდეს და იყოს უსაფრთხო. ასევე, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. სამუშაოები სექტემბრისთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა ვიდეომონიტორინგის კამერები, გარე განათების ქსელი, საერთო სარგებლობის კიბე და საყრდენი კედლები.

მისამართზე ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. გარე პერიმეტრზე მოეწყო ბორდიური და ტერიტორია შემოისაზღვრა უსაფრთხოების ღობით. ასევე, სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა არსებულ ხე-მცენარეებს.

ამ ეტაპზე, გრუნტის დამუშავება მიმდინარეობს, შენდება საყრდენი კედელი და სრულდება არმირების სამუშაოები.

პროექტს, რომლისთვისაც 850 000 ლარია გათვალისწინებული, ნაძალადევის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე იმყოფებოდა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს