ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადება 10 სამუშაო დღეში შესაძლებელი გახდა

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადება 10 სამუშაო დღეში შესაძლებელი გახდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესა…

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ შესაბამისი ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების მიხედვით, გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების ვადა კალენდარული დღეების ნაცვლად სამუშაო დღეებით განისაზღვრა. ლიცენზიით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მომსახურება მიიღონ განსხვავებული ვადებითა და დიფერენცირებული საფასურით.

ამასთან, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ, ისარგებლონ დაჩქარებული მომსახურებით და გეოსაინფორმაციო პაკეტი 10 სამუშაო დღეში მიიღონ.

შემცირებული ვადები და მომსახურების საფასურის დიფერენცირება ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას სთავაზობს, თავად აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების ვადა და საფასური.

ცვლილებებით მოწესრიგდა გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების საკითხები, მათ შორის განისაზღვრა მომსახურების ვადის კორექტირების შესაძლებლობა მისი დაჩქარების მიზნით. დამატებით გაიწერა მომსახურების შესახებ შეტყობინების ჩაბარების/გაცნობის პროცედურები და საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.

განახლებული რეგულაციებით გამარტივდა სალიცენზიო ტერიტორიის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის საკითხიც. სალიცენზიო განაცხადის წარმოდგენისას უქმდება გეოინფორმაციული სისტემის ფაილის (shape) წარმოდგენის ვალდებულება და საკმარისი იქნება ტერიტორიის ადგილმდებარეობის ამსახველი X და Y კოორდინატების წარმოდგენა.

ლიცენზიის გაცემისთვის ადმინისტარაციული ბარიერების შემცირება ხელს შეუწყობს სასარგებლო წიაღისეულის რაციონალურ და პასუხისმგებლიან მართვას, პროცესის გამჭვირვალობის ზრდასა და ბიზნესისთვის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას.

ინფორმაციას მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს