ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდება

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სოფლის განვითარების სააგენტო 2026 წლის 1 ივლისიდან „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის მი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სოფლის განვითარების სააგენტო 2026 წლის 1 ივლისიდან „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის მი…

სოფლის განვითარების სააგენტო 2026 წლის 1 ივლისიდან „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებას იწყებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მომზადებული ახალ პროგრამა მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმია, რომელიც მოიცავს როგორც პირველადი წარმოების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების მოწყობა, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნა და განვითარება. პროგრამა ითვალისწინებს მეფუტკრეობის ხელშეწყობას, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობას, ასევე, ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებით, შეღავათიანი აგროკრედიტითა და სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტის, სასაკლაოების მოწყობის ან მოდერნიზაციის მხარდაჭერის მექანიზმებით.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია აგროსექტორში თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წარმოების ზრდას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 1 ივლისიდან სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში განაცხადების მიღება შეჩერდება.

1 ივლისიდან ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სოფლის განვითარების სააგენტოს მხოლოდ შემდეგი პროგრამები:

• „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“,

• „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“,

• „აგროდაზღვევის პროგრამა“,

• „ტექნიკური დახმარების პროგრამა“,

• „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“,

• „ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა“,

• „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს