ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

2026 წლის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა

2026 წლის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026 წლის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026 წლის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვ…

2026 წლის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოცდებისთვის მზადების სამოქმედო გეგმა და შესასრულებელი აქტივობები განიხილეს. ამასთანავე, განხორციელებული სამუშაოები შეაფასეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საგამოცდო ცენტრებისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება, სასწრაფო და სახანძრო დახმარების უზრუნველყოფა, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ასევე სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგამოცდო ცენტრების მოწყობისა და აღჭურვის მიზნით განხორციელებული სამუშაოების შესახებ.

2026 წლის საგამოცდო პროცესი 2 ივლისს დაიწყება. საქართველოს 12 ქალაქში გახსნილი 24 საგამოცდო ცენტრი წელს 83 000-ზე მეტ გამოსაცდელს მოემსახურება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს