ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის პრობლემატიკა საქართველოში“

ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის პრობლემატიკა საქართველოში“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის პრობლემატიკა საქართველ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის პრობლემატიკა საქართველ…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის პრობლემატიკა საქართველოში“.

ზვიად გაბისონიამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სამედიცინო სკოლებისა და უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამედიცინო სფეროში სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნის გაზიარება და საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ირინა იმერლიშვილმა და დარგის ექსპერტებმა როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

კონფერენციის მონაწილეებმა რადიაციული უსაფრთხოებისა და რადიაციული დაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე, გამოწვევებზე, უახლეს მიღწევებსა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ორდღიანი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამედიცინო ფიზიკისა და რადიაციული დაცვის ასოციაციის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს