ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება3 წთ საკითხავი👁 8

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის მიმართვა

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის მიმართვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის…

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მიმართვას ავრცელებს.

32-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პავლენის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,

ვერიის, ნაუსისა და კამპანიის მიტროპოლიტო პანტელეიმონ,

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,

ღირსნო მამანო,

სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენელნო,

ბატონებო და ქალბატონებო,

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით მივესალმები ვერიის, ნაუსისა და კამპანიის სამოციქულო მიტროპოლიის ეგიდით მოწვეულ ტრადიციულ, რიგით 32-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ერთა მომაქცევლის, დიდებულ მოციქულ პავლეს ხსოვნასა და ღვაწლს ეძღვნება.

თქვენო მეუფებავ, მიტროპოლიტო პანტელეიმონ, უპირველეს ყოვლისა, გამოვხატავ ჩემს უღრმეს პატივისცემასა და ძმურ მადლიერებას თქვენ მიმართ. საყოველთაოდ აღიარებული და გამორჩეულია თქვენი ღვაწლი; აგერ უკვე 32 წელია, მამობრივი მზრუნველობითა და დაუცხრომელი საეკლესიო შემართებითა წარმართავთ ამ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და აკადემიურ შეკრებას, სახელწოდებით – „პავლენი“. მთელი მართლმადიდებლური სამყარო გულითადად აფასებს თქვენს დაუღალავ შრომას, რომლის წყალობითაც ისტორიული ქალაქი ვერია, ოდესღაც თავად პავლე მოციქულის ღვთივსულიერი ქადაგების ადგილი, დღეს თანამედროვე საღვთისმეტყველო აზრის, სამეცნიერო დიალოგისა და მართლმადიდებლური ერთობის მძლავრ კერად იქცა.

გმადლობთ გულთბილი მოწვევისა და იმ შესაძლებლობისთვის, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, ჩვენი წარმომადგენელი მღვდელმთავრის სახით, კვლავაც ამ წმინდა და სულიერი დღეების თანამონაწილეა.

წლევანდელი სამეცნიერო ფორუმის თემა – „პავლე მოციქული და ნათლისღება“ – უაღრესად აქტუალური და ფუნდამენტურია მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისა და სოტერიოლოგიისათვის. საორიენტაციო თეზისების მრავალფეროვნება მოწმობს, რომ დასახული საკითხები თანამედროვე ეპოქაშიც უცვლელად ინარჩუნებს თავის აქტუალობას და სამეცნიერო ძიებათა ამგვარი სისავსე ამომწურავ პასუხებს გასცემს ჩვენი დროის უამრავ სულიერ, ეგზისტენციალურ თუ დოგმატურ შეკითხვას.

განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ აკადემიური სიმპოზიუმის ფარგლებში წარმოჩენილი იქნება ნათლისღების საიდუმლოს როლი მართლმადიდებელთა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქრისტიანული კულტურის ფორმირებაში, მისი სახისმეტყველება და ძველი აღთქმისეული წინასახეები, წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეთა თეოლოგიური და საეკლესიო ტერმინოლოგია, ასევე, ნათლისღების თემატიკის ასახვა საეკლესიო ხელოვნებასა და ხალხურ ტრადიციებში.

სწორედ ნათლისღების წმინდა საიდუმლოა ის ურყევი საძირკველი, საიდანაც იწყება ქრისტიანთა მისტიკური ერთობა ქრისტეში. თავისი საღვთო ბუნებით ნათლისღება ყოველგვარ მიწიერ საზღვრებზე მაღლა დგას; ის თვისებრივად აერთიანებს მართლმადიდებელ ერებს და მათ უნიკალურ, ტრადიციულ მრავალფეროვნებას ქრისტეს ერთიან სხეულში აგვირგვინებს.

მადლიერებას გამოვხატავ კონფერენციის თითოეული მონაწილის მიმართ, რომელთაც თავიანთი მრავალწლიანი შრომა, აკადემიური ცოდნა და სულიერი გამოცდილება წარმოაჩინეს და გააერთიანეს ამ სამეცნიერო ფორუმზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მოხსენებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საღვთისმეტყველო მეცნიერების განვითარებაში.

ქრისტესმიერი სიყვარულით ვლოცავ და ვუსურვებ 32-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას.

შემოქმედმა ღმერთმა, ნეტარი პავლე მოციქულის მეოხებით, დალოცოს თქვენი შრომა, მშვიდობა და სულიერი სიხარული მოჰფინოს ვერიის ღვთივდაცულ ეპარქიასა და ყოველ თქვენგანს.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულითა და ლოცვით,

✠შიო III,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და

მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს