ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 4

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების მორიგი პროგრამა წარმატებით დასრულდა-"პროგრამის წარმატებით დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი უწყებისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა კადრების მხარდაჭერა"

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების მორიგი პროგრამა წარმატებით დასრულდა-"პროგრამის წარმატებით დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი უწყებისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა კადრების მხარდაჭერა"
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მორიგი სტაჟირების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ექვსთვიანი სასწავლო კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა, 12-მა სტაჟიორმა წარმატებით გაიარა და ოპ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მორიგი სტაჟირების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ექვსთვიანი სასწავლო კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა, 12-მა სტაჟიორმა წარმატებით გაიარა და ოპ…

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მორიგი სტაჟირების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ექვსთვიანი სასწავლო კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა, 12-მა სტაჟიორმა წარმატებით გაიარა და ოპერატიული და საგამოძიებო მიმართულების შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნა.

პროგრამის სამთვიანი თეორიული სწავლების ეტაპი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა, შემდეგ კი სტაჟიორებმა პრაქტიკული ნაწილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ დანაყოფებში გაიარეს. სტაჟირების პერიოდში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას და დაუფლებოდნენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

სტაჟირების დასრულებასთან დაკავშირებით, წარმატებულ სტაჟიორებს სერტიფიკატები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, ტარიელ ჭულუხაძემ გადასცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

„პროგრამის წარმატებით დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი უწყებისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა კადრების მხარდაჭერა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ემატება არაერთი მიზანდასახული, მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდა, რაც ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად აძლიერებს“, – აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კვალიფიციური კადრების მოსაზიდად ყოველწლიურად აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით. პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან და სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს, სადაც სტუდენტები სამსახურის საქმიანობასა და კარიერულ შესაძლებლობებს ეცნობიან.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს.

მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს როგორც ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას, ისე საგამოძიებო სამსახურის ეფექტიან მუშაობას.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს