ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

EPPO-ს წევრი ქვეყნების დელეგატები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ

EPPO-ს წევრი ქვეყნების დელეგატები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრი ქვეყნების დელეგატები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრი ქვეყნების დელეგატები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლო…

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრი ქვეყნების დელეგატები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების კვლევის ბაზაზე იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამეცნიერო საქმიანობაა. აღნიშნული კვლევები ემსახურება მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვას, მავნე ორგანიზმების მონიტორინგს, დიაგნოსტიკასა და მათი მართვის თანამედროვე მეთოდების განვითარებას.

სტუმრებმა დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზაზე დაცული ქართული ვაზის უნიკალური საკოლექციო ნარგაობა, სადაც თავმოყრილია მოძიებული და აღდგენილი ადგილობრივი ვაზის ჯიშები, ასევე ბაზაზე არსებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები. დელეგაციის წევრები ეწვივნენ ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცეს და დააგემოვნეს იშვიათი და ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინის ნიმუშები.

EPPO-ს დელეგაცია საქართველოში ორგანიზაციის 64-ე რეგიონული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იმყოფება, სადაც განიხილება მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული რეგულაციების საკითხები, ასევე წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს