ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

თავდაცვის ძალებში სამხედრო სწავლებები ჩატარდა

თავდაცვის ძალებში სამხედრო სწავლებები ჩატარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებმა გეგმური სამხედრო სწავლებები ჩაატარეს. აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადამ ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებმა გეგმური სამხედრო სწავლებები ჩაატარეს. აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადამ ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა.…

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებმა გეგმური სამხედრო სწავლებები ჩაატარეს.

აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადამ ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლებაში ინტეგრირებულად მოქმედებდა სადაზვერვო, ცეცხლის მართვისა და საცეცხლე ელემენტები, რამაც

სამიზნეების აღმოჩენა, მონაცემთა დამუშავება, გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება და საცეცხლე ამოცანების ეფექტიანი შესრულება უზრუნველყო.

დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითმა ბრიგადამ სამკვირიანი სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასროლეთზე ჩაატარა. ოპერაციის რაიონში ბატალიონმა განახორციელა თავდაცვითი ოპერაცია და დაამარცხა პირობითი მოწინააღმდეგე. ბატალიონს მხარს უჭერდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, საინჟინრო და ტანკსაწინააღმდეგო ელემენტები, დაზვერვის ჯგუფი და საარტილერიო ბატარეა. სწავლება ჩატარდა დრონების გამოყენებით.

საველე წვრთნები ქვედანაყოფების კოორდინირებულ მოქმედებას, საბრძოლო შესაძლებლობებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

სწავლების პროცესში გამოყენებულმა თანამედროვე სისტემებმა და საშუალებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ქვედანაყოფების შესაძლებლობები.

წვრთნების დასკვნით ფაზას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს