ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

ზვიად გაბისონიამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა

ზვიად გაბისონიამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში ზვიად გაბის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში ზვიად გაბის…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში ზვიად გაბისონიამ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა როგორც შრომის ბაზრის მოთხოვნის საკითხზე, ასევე რიგ პროფესიებში კადრების სიჭარბისა და დეფიციტის გამოწვევებზე.

მინისტრის მოადგილემ „განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავების პროცესი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ინიციატივა სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტების კონსოლიდაციას ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოახდენს.

საკოორდინაციო საბჭოს ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ფოკუსირებული შეფასების შედეგები, შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციები და ცენტრის განვითარების პრიორიტეტები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის, განათლების ხარისხისა და ინოვაციების კონსულტანტი, ბიზნესის ადმინისტრირების აკრედიტაციის საერთაშორისო ფონდის (FIBAA) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დიანა ფრეიბერგერი და მანჩესტერის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ემერიტუსი, პროფესორი დევიდ გორდონი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს