ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

კულტურის მინისტრის მოადგილე „ევორა 2027 - ევროპის კულტურული დედაქალაქის“ სამხატვრო მიმართულების საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, ლორენცო პაპაგალოს შეხვდა

კულტურის მინისტრის მოადგილე „ევორა 2027 - ევროპის კულტურული დედაქალაქის“ სამხატვრო მიმართულების საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, ლორენცო პაპაგალოს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პორტუგალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა „ევორა 2027 - ევროპის კულტურული დედაქალაქის“ სამხატვრო მიმართულების საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, ლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პორტუგალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა „ევორა 2027 - ევროპის კულტურული დედაქალაქის“ სამხატვრო მიმართულების საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, ლ…

პორტუგალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა „ევორა 2027 - ევროპის კულტურული დედაქალაქის“ სამხატვრო მიმართულების საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, ლორენცო პაპაგალოს შეხვდა.

პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2027 წლის პროგრამაში ქართველი ხელოვანებისა და ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულების ჩართვისა და წარმოჩენის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ქართული კულტურის ფართო წარმომადგენლობის ინიციატივა „ევორა 2027 - ევროპის კულტურული დედაქალაქის“ საორგანიზაციო კომიტეტმა წამოაყენა.

შეხვედრას პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან წურწუმია და საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ბაკურაძე ესწრებოდნენ.

პორტუგალიის ისტორიული ქალაქი ევორა 2027 წელს ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსს ატარებს. მასშტაბური კულტურული პროგრამის ოფიციალური გახსნა 2027 წლის თებერვალშია დაგეგმილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს