ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 10

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პროკურატურის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პროკურატურის…

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა.

გენერალურმა პროკურორმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში საპროკურორო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭომ პროკურატურას კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება შესძინა, როგორიცაა გადაწყვეტილების გუნდურად მიღების კულტურა და უმრავლესობის ნების აღსრულება.

„არც ამჯერად დაირღვა ტრადიცია და კვლავ გვიწევს არჩევანის გაკეთება ძლიერ კონკურენტებს შორის, რაც უდავოდ საიმედოა. მათ არაერთი წელი აკავშირებთ პროკურატურასთან, მრავალგზის დაუმტკიცებიათ პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის არჩევანი იქნება სწორი და სასარგებლო საპროკურორო საბჭოს და ჩვენი საერთო მომავლისთვის. კიდევ ერთხელ ამ დარბაზში, სამსახურებში მყოფ თანამშრომლებს გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და მადლობას მოგახსენებთ თანადგომისთვის“ -განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე ლონდა ბიჭიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატების კვალიფიკაციას, მრავალწლიან გამოცდილებას, საქმისადმი ერთგულებას და აღნიშნა, რომ თითოეულ კანდიდატს შესწევს უნარი ხელი შეუწყონ პროკურატურის დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად ფუნქციონირებას.

კონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფების მიერ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტით წარდგენილმა სამმა კანდიდატმა მესტიის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ, ქუთაისის რაიონულმა პროკურორმა გიორგი ლანჩავამ და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ხაჩიძემ საკუთარი ხედვები გააცნეს კონფერენციის წევრებს.

საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრი ქუთაისის რაიონული პროკურორი გიორგი ლანჩავა გახდა.

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს