ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „კონკურენციის პოლიტიკის როლი მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში, გლობალური გამოწვევების პირობებში“

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „კონკურენციის პოლიტიკის როლი მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში, გლობალური გამოწვევების პირობებში“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „კონკურენციის პოლიტიკის როლი მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში, გლობალური გამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „კონკურენციის პოლიტიკის როლი მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში, გლობალური გამ…

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „კონკურენციის პოლიტიკის როლი მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში, გლობალური გამოწვევების პირობებში“.

GCCA-ის თავმჯდომარემ, მიწვეული მომხსენებლის სტატუსით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ კონკურენციის პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ანტიდემპინგური პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარუდგინა.

„კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკა მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. იგი ხელს უწყობს სამართლიანი ბაზრის უზრუნველყოფას, ინოვაციების განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ძლიერი კონკურენციის პოლიტიკა ეკონომიკას უფრო მოქნილსა და მდგრადს ხდის, ამცირებს მონოპოლიზაციის რისკებს და ზრდის ინვესტორთა ნდობას,“- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

სააგენტოს თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება დაუთმო GCCA-ის მიერ განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებსა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესს. მოხსენებაში ხაზი გაესვა სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგს, ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებულ რეფორმებსა და მათ შედეგებს, ასევე საწვავის, FMCG-ისა და სხვა მნიშვნელოვანი ბაზრების შესწავლას, კონკურენციის სამართლის აღსრულების პრაქტიკას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებსა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს