ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

აღსრულების ეროვნული ბიურო სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძნობს

აღსრულების ეროვნული ბიურო სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძნობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სააღსრულებო საქმიანობის სპეციფიკას ამჯერად გორის უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციების, აღმასრულებლის უფლებამოსილებისა და იმ მექანიზმები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სააღსრულებო საქმიანობის სპეციფიკას ამჯერად გორის უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციების, აღმასრულებლის უფლებამოსილებისა და იმ მექანიზმები…

სააღსრულებო საქმიანობის სპეციფიკას ამჯერად გორის უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციების, აღმასრულებლის უფლებამოსილებისა და იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებების ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს. ასევე, განიხილეს აღსრულების სისტემაში დანერგილი თანამედროვე მიდგომები, ციფრული სერვისები და მოქალაქეზე ორიენტირებული ინიციატივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უწყების არასააღსრულებო სერვისებს.

შეხვედრას შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი რევაზ მელაშვილი და სხვა წარმომადგენლები უძღვებოდნენ. პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე მათ ახალგაზრდებს აუხსნეს აღსრულების მნიშვნელობა სამართლიანობის აღდგენის პროცესში და სტუდენტების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

მსგავსი ტიპის შეხვედრები ახალგაზრდებში პროფესიული ინტერესის გაღრმავებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს