ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

გივი მიქანაძე და ზურაბ პატარაძე შუახევში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ

გივი მიქანაძე და ზურაბ პატარაძე შუახევში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს უმასპინძლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა გააცნო მეუფე სპირიდონმა. ,,ეს უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა, რომელსაც, ად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს უმასპინძლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა გააცნო მეუფე სპირიდონმა. ,,ეს უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა, რომელსაც, ად…

მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს უმასპინძლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა გააცნო მეუფე სპირიდონმა.

,,ეს უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა, რომელსაც, ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით,განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მთიანი აჭარის განვითარებაში.

მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო დაწესებულება არა მხოლოდ ცოდნის გავრცელებას, არამედ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს - პასუხისმგებლობიანი და მაღალი თვითშეგნების მქონე მოქალაქეების აღზრდას ემსახურება, რაც ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

უნივერსიტეტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე, აკადემიურ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს, სადაც შესაძლებელია, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, პროფესიის დაუფლება და კვალიფიკაციის ამაღლება.

უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმთავრესი საგანმანათლებლო კერაა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული და აკადემიური მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს