ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 3

ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა - მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა

ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა - მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სააკაშვილის მიხედვით, ,,ფილდ კომანდერის", ხოლო სოფო ნიჟარაძის მიხედვით, ,,ძღვენის" სუნიანი ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსში გასულმა კადრებმა, რომელიც პოლიციელთა მიერ დაკავებული მოქალაქეების ცემას ასახავს, თავზარი დამცა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სააკაშვილის მიხედვით, ,,ფილდ კომანდერის", ხოლო სოფო ნიჟარაძის მიხედვით, ,,ძღვენის" სუნიანი ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსში გასულმა კადრებმა, რომელიც პოლიციელთა მიერ დაკავებული მოქალაქეების ცემას ასახავს, თავზარი დამცა და…

სააკაშვილის მიხედვით, ,,ფილდ კომანდერის", ხოლო სოფო ნიჟარაძის მიხედვით, ,,ძღვენის" სუნიანი ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსში გასულმა კადრებმა, რომელიც პოლიციელთა მიერ დაკავებული მოქალაქეების ცემას ასახავს, თავზარი დამცა და შემზარა, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

მისი განცხადებით, გაირკვა, რომ ძალადობის ფაქტი 2022 წელს მომხდარა, მოძალადე პოლიციელები კი დაუკავებიათ და მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, განსხვავებით “ნაცების” რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით დააჯილდოვა.

“პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და როგორც ჟურნალისტისათვის, რომელიც მუდამ ვამხელდი და დღემდე ვამხელ სააკაშვილის რეჟიმის ძალოვანთა მიერ ადამიანების, მათ შორის, პატიმრების ცემასა და წამებას, პოლიციელთა მსგავსი ქმედებანი განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ყველა დროსა და ყველა ვითარებაში. ეს წითელი ხაზი და მორალური დემარკაციაა.

შვებით კი მაშინ ამოვისუნთქე, როცა შსს-ისა და პროკურატურის ოფიციალური განცხადება გავრცელდა: ძალადობის ფაქტი 2022 წელს მომხდარა, მოძალადე პოლიციელები კი დაუკავებიათ და მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

ე.ი. სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა - მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა. ხელისუფლებას, რომლითაც ქართველმა ხალხმა ჯალათებისა და მწამებლების რეჟიმი შეცვალა, სხვა უფლება არცა აქვს - სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო და მოიქცეს ყოველთვის.

რაც შეეხება კოლექტიურ ნოდარმელაძეს, ის მართლაც იმ ბიოლოგიური მასის სუნად ყარს, რომლის სიმყრალემ, თავის დროზე, სააკაშვილის სოფო ნიჟარაძეც კი შეაწუხა,” - წერს ხუბუა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს