ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ "თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026"-ში მიიღო მონაწილეობა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ "თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026"-ში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბათუმში "თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026" გაიმართა, რომელშიც მეთევზეები, რესტორატორები და ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თევზის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბათუმში "თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026" გაიმართა, რომელშიც მეთევზეები, რესტორატორები და ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თევზის…

ბათუმში "თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026" გაიმართა, რომელშიც მეთევზეები, რესტორატორები და ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თევზისა და ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძები, მონაწილეობა მიეღოთ მასტერკლასებსა და სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც ფესტივალზე საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი. სტენდთან მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ლაბორატორიის საქმიანობისა და იმ კვლევითი მიმართულებების შესახებ საინფორმაციო მასალებს, რომლებიც აკვაკულტურის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

ლაბორატორიის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია თევზის დაავადებების პრევენციის მიზნით კვლევების მნიშვნელობის შესახებ და ისაუბრეს იმ სერვისებზე, რომლებსაც ლაბორატორია აკვაკულტურის სფეროს განვითარებისთვის ახორციელებს.

ფესტივალი აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის "ფორეჯი" ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანი მეთევზეობისა და აკვაკულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, თევზისა და ზღვის პროდუქტების მოხმარების კულტურის განვითარება, ასევე დარგში არსებული თანამედროვე მიღწევებისა და ინოვაციების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს