ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორთან, ბრიგადის გენერალ პოლ ჰოფსლოტთან ერთად,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორთან, ბრიგადის გენერალ პოლ ჰოფსლოტთან ერთად,…

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორთან, ბრიგადის გენერალ პოლ ჰოფსლოტთან ერთად, ქალაქ ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ნიდერლანდებში, ვეტერანთა დღე, ყოველწლიურად, ივნისის ბოლო შაბათს აღინიშნება. ოფიციალურ ცერემონიას, ნიდერლანდელ ვეტერანებთან ერთად, ტრადიციულად დაესწრნენ ნიდერლანდების მეფე, სამეფო კარის წარმომადგენლები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი სამხედრო პირები და მთავრობის წევრები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, კობა კობალაძე, გენერალ პოლ ჰოფსლოტთან, ასევე, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის, პოლონეთის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურისა და გერმანიის, ბუნდესვერის ვეტერანთა ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ესტუმრნენ, სადაც საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ნიდერლანდებში, ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი და მოხალისეთა ორგანიზაციის -ა(ა)იპ "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის" დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს