ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გზამკვლევის – „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გზამკვლევის – „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გზამკვლევის – „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. თამარ მახ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გზამკვლევის – „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. თამარ მახ…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გზამკვლევის – „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

თამარ მახარაშვილმა სახელმძღვანელოს შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და ადრეულ, სკოლამდელ და დაწყებით განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გზამკვლევი საბავშვო ბაღის აღმზრდელებს მედიაწიგნიერების, პროგრამირებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით კომპეტენციების განვითარების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სთავაზობს. რესურსი, რომელიც ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით მოქმედ საბავშვო ბაღებს გადაეცემათ, სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: მედიის გაგება და შეფასება, მედიის შექმნა და მედიაგარემოში ნავიგაცია.

გზამკვლევი ფინეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (KAVI) მიერ არის შემუშავებული. ის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა კომუნიკაციების კომისიის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს