ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი „ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებისთვის“ დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი „ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებისთვის“ დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი „ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებისთვის“ დასრულდა. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი „ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებისთვის“ დასრულდა. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები და…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი „ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებისთვის“ დასრულდა.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები და პრეზენტაციები წარადგინეს, ასევე, ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებასა და შეძენილ უნარებზე. ახალგაზრდებმა ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტექნოლოგიებისა და თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენების მიმართულებით პრაქტიკული და შემეცნებითი ტრენინგები გაიარეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს მათივე დიზაინით შექმნილი სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტი ერთი თვის განმავლობაში თბილისსა და რუსთავში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი 14-17 წლის ასაკის 80 მოზარდი იღებდა.

პროექტის მიზანი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ციფრული უნარების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა და მათი სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს