ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალარინების სისტემების დაცვის წესებზე, კომერციული ობიექტების ინფორმირება დაიწყო

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალარინების სისტემების დაცვის წესებზე, კომერციული ობიექტების ინფორმირება დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ, რეგიონებში წყალარინების ქსელის დაცვისა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, კომერციული და სამეწარმეო ობიექტების მფლობელების ი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ, რეგიონებში წყალარინების ქსელის დაცვისა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, კომერციული და სამეწარმეო ობიექტების მფლობელების ი…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ, რეგიონებში წყალარინების ქსელის დაცვისა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, კომერციული და სამეწარმეო ობიექტების მფლობელების ინფორმირების კამპანია დაიწყო. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

კამპანიის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლებმა ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - დაბა ურეკში, შეკვეთილსა და კაპროვანში მდებარე კვების, სასტუმრო და სხვა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების წარმომადგენლებს წყალარინების სისტემის დაცვის წესები გააცნეს და საინფორმაციო ფურცლები დაურიგეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წყალარინების ქსელში ცხიმოვანი ნარჩენებისა და სხვა მყარი ნივთიერებების მოხვედრის პრევენციაზე.

წყალმომარაგების კომპანია მოუწოდებს კომერციული ობიექტების მფლობელებს, თავი შეიკავონ წყალარინების ქსელში ცხიმოვანი, საყოფაცხოვრებო და სხვა მყარი ნარჩენების ჩაშვებისგან.

წყალარინების სისტემაში ჩამდინარე წყლებთან ერთად სხვადასხვა მყარი და დამაბინძურებელი ნივთიერებების მოხვედრა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც წყალარინების ქსელს, ისე გამწმენდ ნაგებობებს, აფერხებს სისტემის გამართულ მუშაობას და ზრდის ავარიების რისკს. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და გამოიწვევს მომხმარებლის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, კომერციულ ობიექტებს ეძლევათ სამი კვირის ვადა, რათა კომპანიას წარუდგინონ დასამონტაჟებელი ცხიმდამჭერების ტექნიკური პარამეტრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იმოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისად.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს