ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა.

საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა.
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო…

დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო გასართობი და სატრენაჟორო სივრცეები. ასევე, დაირგო 600-მდე სახეობის ხე-მცენარე.

„პეკინის გამზირზე კიდევ ერთი სკვერი მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნული მოსასვენებელი სივრცე მთლიანად რეაბილიტირდა. მოეწყო მოსასვენებელი ფანჩატური, სავარჯიშო სივრცე, საბავშვო ატრაქციონები. დაირგო ხე-მცენარეები და გაკეთდა სარწყავი სისტემა. ტერიტორია განათდა. სივრცე დიდი არ არის, თუმცა რაც იყო, მთლიანად მოწესრიგდა.

ჩვენ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ. უახლოეს პერიოდში, აქვე ხვიჩიას ქუჩაზე არსებული დასასვენებელი სივრცის სრულ მოწესრიგებას ვიწყებთ. ადგილობრივებს ექნებათ სასიამოვნო გარემო დასვენების, განტვირთვისა და ვარჯიშისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი 2 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდა და სამუშაოების ღირებულებამ დაახლოებით, 441 000 ლარი შეადგინა.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ ნიჟარაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს