ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

ბანკი „ქართუ“ 2026 წლის სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე მიღებას აცხადებს

ბანკი „ქართუ“ 2026 წლის სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე მიღებას აცხადებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სს ბანკი ქართუ აცხადებს 2026 წლის სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე მიღებას, რომლის მიზანია საბანკო საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სს ბანკი ქართუ აცხადებს 2026 წლის სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე მიღებას, რომლის მიზანია საბანკო საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობ…

სს ბანკი ქართუ აცხადებს 2026 წლის სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე მიღებას, რომლის მიზანია საბანკო საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა რეალურ სამუშაო გარემოში აქტიური ჩართულობის გზით.

სტაჟირების პარალელურად, პროგრამაში ჩართული სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგები ბანკის მენეჯმენტისა და შესაბამისი ერთეულების ხელმძღვანელი თანამშრომლების მიერ.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა და ეკონომიკის ფაკულტეტების როგორც ბაკალავრის საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან თბილისში, სს ბანკი ქართუს სათავო ოფისში, ხოლო თემატური ტრენინგები ჩატარდება ბანკის ტრენინგ ცენტრში.

პროგრამის ფარგლებში საკუთარი შესაძლებლობების წარმატებით წარმოჩენის შემთხვევაში, მონაწილეებს სს ბანკ ქართუში კარიერული განვითარების და დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 ივლისი, 2026

შეავსეთ განაცხადი და გახდით სტაჟირების პროგრამის მონაწილე: https://forms.gle/ByE7QAZ1pygSYxYV8

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს