ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

სულხან თამაზაშვილმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან არპინე სარგსიანთან

სულხან თამაზაშვილმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან არპინე სარგსიანთან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან არპინე სარგსიანთან. შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან არპინე სარგსიანთან. შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფ…

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან არპინე სარგსიანთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე. მათ ასევე განიხილეს საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ორმხრივი კავშირების განვითარების სამომავლო პერსპექტივები.

ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და მიმოიხილეს როგორც მიმდინარე, ასევე, დაგეგმილი პროექტები და რეფორმები.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზად არის სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას და საპოლიციო დანაყოფებს შორის ეფექტიანი, ოპერატიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გეგმები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს, სულხან თამაზაშვილმა სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკაში მიწვევისთვის და საპასუხო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს