ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

გიორგი გიორგობიანმა თბილისში გამართულ, პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გიორგი გიორგობიანმა თბილისში გამართულ, პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ გიორგი გიორგობიანმა თბილისში გამართულ, პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სახელმწ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ გიორგი გიორგობიანმა თბილისში გამართულ, პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სახელმწ…

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ გიორგი გიორგობიანმა თბილისში გამართულ, პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი გიორგობიანმა მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში – „წყლის მდგრადი მართვა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი პროექტები: გამოწვევები და შესაძლებლობები“.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, გიორგი გიორგობიანმა ისაუბრა საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის როლზე.

‘’საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა მასშტაბურად ვითარდება, რაც მოიცავს არსებული ქსელების გაფართოებას, განახლებასა და ახალი სისტემების მშენებლობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წყლისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების განვითარებას. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტები 100-ზე მეტ ლოკაციაზე, რაც ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია დამატებით, ახალი ტენდერების გამოცხადება იმავე მიმართულებებით, რაც კიდევ უფრო გააფართოებს მიმდინარე სამუშაოებს’’- განაცხადა, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ.

გიორგი გიორგობიანმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერების პროცედურებზე, მათ შორის საერთაშორისო და სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელების წესებზე. მან ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტენდერებში მონაწილეობის პირობები და შესაძლებლობები გააცნო, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის არსებობს და აღნიშნა, რომ კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ხარისხიანი და თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.

ფორუმი საქართველოში პოლონეთის საელჩო და პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს