ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

დავით ჩიხელიძე: სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა

დავით ჩიხელიძე: სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტელეკომპანიის ეთერით ნოდარ მელაძემ გაავრცელა ძველი, 2022 წლის კადრები, ცალკეული შემთხვევა კი მთელ სისტემაზე განაზოგადა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ სამართალდამცველს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად ემსახურებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტელეკომპანიის ეთერით ნოდარ მელაძემ გაავრცელა ძველი, 2022 წლის კადრები, ცალკეული შემთხვევა კი მთელ სისტემაზე განაზოგადა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ სამართალდამცველს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად ემსახურებ…

ტელეკომპანიის ეთერით ნოდარ მელაძემ გაავრცელა ძველი, 2022 წლის კადრები, ცალკეული შემთხვევა კი მთელ სისტემაზე განაზოგადა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ სამართალდამცველს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად ემსახურებიან საკუთარ ხალხს და ქვეყანას, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ავტორმა კარგად იცოდა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფომ მკაცრი, სამართლებრივი რეაგირება მოახდინა და დამნაშავეები ჯერ კიდევ თვეების წინ დაისაჯნენ, თუმცა, ეს სიმართლე ანონსში არ უხსენებიათ.

მისივე შეფასებით, ორი მთავარი რამ არის სათქმელი, დეზინფორმაციის გავრცელება, ისევე როგორც ძალადობა, დასჯადი უნდა იყოს და არავის აქვს უფლება, მოსახლეობა სიცრუეში აცხოვროს.

„ორი აზრი არ არსებობს, ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია! ასევე მიუღებელია დეზინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა.

ტელეკომპანიის ეთერით ნოდარ მელაძემ გაავრცელა ძველი, 2022 წლის კადრები, ცალკეული შემთხვევა კი მთელ სისტემაზე განაზოგადა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ სამართალდამცველს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად ემსახურებიან საკუთარ ხალხს და ქვეყანას. ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ავტორმა კარგად იცოდა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფომ მკაცრი, სამართლებრივი რეაგირება მოახდინა და დამნაშავეები ჯერ კიდევ თვეების წინ დაისაჯნენ. თუმცა, ეს სიმართლე ანონსში, რა თქმა უნდა, არ უხსენებიათ.

ორი მთავარი რამ არის სათქმელი, დეზინფორმაციის გავრცელება, ისევე როგორც ძალადობა, დასჯადი უნდა იყოს! არავის აქვს უფლება, მოსახლეობა სიცრუეში აცხოვროს.

პოლიციელის მხრიდან ძალადობა შემზარავი და მიუღებელია, მაგრამ ეს არის კონკრეტული, ცალკეული შემთხვევა და მისი „სისტემურ დანაშაულად“ გასაღება მანიპულაციაა.

სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს ნაციონალური მოძრაობის დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა. სწორედ ამაში იკვეთება სახელმწიფოს სიძლიერე და სისტემის სიჯანსაღე!“ - წერს ჩიხელიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს