ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

ლაშა დოლიძე უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ლაშა დოლიძე უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კაჰრამონ იულდაშევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სოფლის მეურნე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კაჰრამონ იულდაშევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სოფლის მეურნე…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კაჰრამონ იულდაშევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო აკვაკულტურის, მევენახეობა-მეღვინეობის, სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს.

„ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ერთობლივი პროექტების განხორციელება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.

როგორც კაჰრამონ იულდაშევმა აღნიშნა, უზბეკეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან აგრარულ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას და მზად არის ორმხრივად საინტერესო და სასარგებლო პროექტების განხორციელებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს